ქუთაისში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები თეატრის წინ იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით ბაგრატის ტაძართან გადაინაცვლებენ.
„აღდგომას შევხვდეთ ბაგრატთან” – ასეთია დღევანდელი აქციის დევიზი.
შეკრებილები კანონპროექტს მე-17 დღეა აპროტესტებენ.
მათი თქმით, ბრძოლა არ შეწყდება, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება და ხელისუფლება კანონპროექტს არ გაიწვევს.
„დღეს მსვლელობით მივალთ ბაგრატის ტაძარში, სადაც ერთად შევხვდებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენი პროტესტი გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენს მოთხოვნას არ შეასრულებენ. არ დავიღლებით ! ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც ორო მოსმენით უკვე მიიღო”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელი განცხადება საქართველოზე – წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში