ქუთაისში, მერიის წინ, საახალწლო განათებაზე, დემონსტრანტებმა ნაცემი ადამიანების ფოტოსურათები მიამაგრეს – ინფორმაცია და ფოტოები სოციალური ქსელით ვრცელდება.
ირკბევა, რომ ნაძვის ხის მაკეტი სამოქალაქო აქტივისტმა გოჩა უგულავამ გააკეთა.
მოქალაქემ ამით ის ძალადობა გააპროტესტა, რომელსაც ივანიშვილის სპეცრაზმი მოქალაქეებისა და ჟურნალისტბის მიმართ იჩენს.
ამასთან გოჩა უგულავას თქმით, მაკეტის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თბილისში მთავარი ნაძვის ხიდან პოლიციამ ნაცემი ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და ოპერატორების ფოტოები ჩამოხსნა.