ქუთაისში, თეთრი ხიდის პანორამული მინა ისევ დაზიანდა

ქუთაისში, “თეთრ ხიდზე,” რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, პანორამული მინა ისევ დაზიანდა.
ხიდის საფეხმავლო ნაწილზე დაზიანებული შუშა ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშეა. “ევროპა ჩვენია სახლიას” წარმომადგენლები ხიდზე გამვლელ ქვეითებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ქუთაისში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარვეზებით მიმდინარეობს და დასრულების შემდეგაც ხშირად თავს იჩენს პრობლემები, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება.
ცნობისთვის, “თეთრი ხიდის” რეკონსტრუქცია 2018 წელს განხორციელდა. ქუთაისის მერიამ ხიდი ისე გახსნა, რომ სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ იყო. ხარვეზებმა თავი მალევე იჩინა, რის გამოც მერიას დღემდე ხშირად აკრიტიკებენ. სამუშაოების შემსრულებელ კომპანია “ალმა რუსს” მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა და დააჯარიმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე – სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ უილსონის დამატების თანაავტორი იყო უკრაინაც – ზურგში დანის დარტყმაა, როდესაც უკრაინა, რომელიც ომშია, იცლის, რომ ქართველ ხალხს ძირი გამოუთხაროს