„ქუთაისში არაფერი ხდება და ხელსაც არავინ უწყობს, რომ რაიმე აქტივობა განხორციელდეს”-ლაშა ბერეკაშვილი

კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორი და სასტუმრო boutique apartment signature-ს პროექტის მართვის მენეჯერი, ლაშა ბერეკაშვილი BM.GE-სთან ტურისტულ სეზონსა და გამოწვევებზე საუბრობს.
ბერეკაშვილის თქმით, იანვარი არის ის პერიოდია, როდესაც ტურისტები საგაზაფხულო, ან საზაფხულო დასვენებას გეგმავენ, მაგრამ ამ დრომდე ჯავშნები არც მათ სასტუმროშია და საქართველოს სხვა რეგიონებშიც ტურისტების ნაკადების მცირე რაოდენობა შეინიშნება.