ქუთაისის “ტორპედომ” ორი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა

ქუთაისის “ტორპედომ” ორი ქართველი ფეხბურთელის დამატების შესახებ გვაუწყა. იმერული გუნდის მაისურს მოირგებს 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია, რომელიც ბოლოს ს “დინამოში” ასპარეზობდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა “ტორპედოსთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და როგორც კლუბის სოციალური ქსელით ვიგებთ, ეს სასყიდლიანი ტრანსფერია.
აღსანიშნავია, რომ ფაცაცია ეროვნული ლიგის გასული წლის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. მისი გოლი ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან: ჰარი კეინი, კილიან მბაპე და ფედერიკო დიმარკო.
ქუთაისურ გუნდში ჩაირიცხა 27 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილიც, რომელიც ბოლოს ყაზახური “ჟენისის” მაისურს ირგებდა და მასთან
2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ინფორმაციისთვის, ეს გარიგებაც სასყიდლიანი გახლავთ.
წლების განმავლობაში “ტორპედოს” ახალწვეული ბათუმის “დინამოს”, გორის “დილას” და თბილისის “იბერიას” ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს 17, 19 და 21 წლამდელთა მუდმივი წევრი.
ერთადერთი ქართული კლუბი, რომლის აქტივობები ადეკვატურია და საქმის ცოდნის შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით ევროტურნირების წინ. აი დანარჩენები რას მიედ-მოედებიან თუ იცით ვინმემ?.. კი არა და თვითონ თუ იციცან?…