ქუთაისის საკრებულოს ყოფილი „ნაციონალი“ წევრები „ახალს“ უერთდებიან

„ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულმა დეპუტატებმა ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „პროგრესის პლატფორმა“ დააფუძნეს და „ახალს“ უერთდებიან.
ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის სიით გასული 12 წევრიდან შვიდმა, ასევე, რაიონული ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობა“ გასული წლის დეკემბერში დატოვეს. ენმ-დან გასულმა დეპუტატებმა მაშინ განაცხადეს, რომ პარტიიდან ლევან ხაბეიშვილის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის გამო მიდიან და არ გამორიცხეს პოლიტიკური საქმიანობის ნიკა მელიასთან ერთად გაგრძელება.
„ფრაქციის დაფუძნების პროცესი დაიწყო, როგორც კი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლის განცხადება გავაკეთეთ და გუშინ უკვე ოფიციალურად ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისის საკრებულოში სახელი შეეცვალა და ახლა არის „პროგრესის პლატფორმა“. ფრაქციაში 7 წევრია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩა 4 დეპუტატი, ერთი ასევე ენმ-ის სიით გასული კი დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. ვინც „პროგრესის პლატფორმაში“ ვართ, ვაპირებთ პარტია „ახალთან“ თანამშრომლობას“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ქუთაისის საკრებულოს წევრმა „პროგრესის პლატფორმიდან“ დავით ბახტაძემ.
პარტია „ახალი“ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დააფუძნეს.
დავით ბახტაძემ თქვა, რომ ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „პროგრესის პლატფორმის“ რეგისტრაცია უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე პარტია „ახალი“ შეიქმნებოდა და ამიტომ არ არის ფრაქციის სახელწოდება „ახალთან“ თანხვედრაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედა – ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა

დიმიტრი ცქიტიშვილი – რუსეთმა საქართველოზე ეფექტური კონტროლი დაამყარა, შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა და ისე, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ხმა ვერ ამოიღოს – ერთი ავარიით ქვეყნის გათიშვა ნიშნავს, რომ ენერგოუსაფრთხოება აღარ გვაქვს!