ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში იმყოფება

პორტუგალიის ქალაქი ბრაგა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ყოველწლიურ რიგით XVI კონფერენციას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კონფერენციაში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის, 350 შემოქმედებითი ქალაქის წარმომადგენელთან ერთად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი მონაწილეობს.
მათივე ცნობით, იოსებ ხახალეიშვილმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან კულტურის საკითხებში ერნესტო ოტონესთან, ქალაქ ბრაგის მერთან რიკარდო რიოსთან, ქალაქ ლონდონის მერის მოადგილესთან იუსტინ საიმონსთან და აიოვას მერთან ბრიუს თიგსთან.
გარდა ამისა, ქუთაისის მერმა, კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების მერების ფორუმზე, სადაც საუბარი შეეხო ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლის გაძლიერებას. 2024 წლის UCCN ყოველწლიური კონფერენციის მიზანია ყურადღება გამახვილდეს, თუ როგორ აძლიერებს ქალაქების შემოქმედებითობა მდგრად ურბანულ განვითარებას და ხელს უწყობს კულტურული მრავალფეროვნების გამოხატვას. ბრაგის კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა მუნიციპალური მმართველობის, საინვესტიციო ინიციატივებისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისთვის.
,,პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ყოველწლიურ XVI კონფერენციაში ვმონაწილეობ. ბრაგის კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა მუნიციპალური მმართველობის, საინვესტიციო ინიციატივებისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისთვის. კონფერენციის პარალელურად საქმიანი შეხვედრები გავმართე იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან კულტურის საკითხებში ერნესტო ოტონესთან, ქალაქ ბრაგის მერთან რიკარდო რიოსთან, ქალაქ ლონდონის მერის მოადგილესთან იუსტინ საიმონსთან და აიოვას მერთან ბრიუს თიგსთან. ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლის გაძლიერების შესახებ კი, იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების მერების ფორუმზე ვისაუბრეთ”, – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისი, 2023 წელს ოფიციალურად შეუერთდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს, როგორც იუნესკოს ლიტერატურის ქალაქი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, რომ დახურულიყო ევროპის კარი საქართველოსთვის და შეძლო გაუქმებულიყო სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პაკეტი – ის არის მოღალატე ხელისუფლება

ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილი და მისი ბანდა არც ღირსეული და არც პარტნიორი მსოფლიოში არავისთვისაა – თუ ივანიშვილი 26 ოქტომბერს არ გავისტუმრეთ, საქართველოს აღარ ექნება ბმა დასავლურ სამყაროსთან