ქუთაისიდან პრაღაში გაფრენილ თვითმფრინავს მეხი ორჯერ დაეცა

ქუთაისი-პრაღის რეისზე თვითმფრინავს ორჯერ მეხი დაეცა. შემთხვევის გამო ფრენა გაუქმდა და თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავს მეხი აფრენიდან დაახლოებით ნახევარ საათში დაეცა. პილოტს საქართველოს საჰაერო სივრცე ჯერ დატოვებული არ ჰქონდა, ამიტომ უკან დაბრუნდა.

ამ დროისთვის მგზავრები სასტუმროში არიან გადაყვანილები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აეროპორტის წარმომადგენელის განცხადებით, ასეთი შემთხვევა ადრეც მომხდარა, თუმცა მაშინ თვითმფრინავი აფრენილი ჯერ არ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: კახა კალაძე რომ ამბობს პროტესტის მონაწილე ქალებზე – გაუგებარი ჯიშის არიანო – მისთვის მართლაც გაუგებარია, რა ჯიშისაა ის ქართველი ქალი, რომელსაც არ ასვენებს უსამართლობა, კორუფცია, მისი ქვეყნის გაურკვეველი მომავალი