ქუვეითში ხანძარს 35 ადამიანი ემსხვერპლა

ქუვეითში ხანძარს სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუვეითის სახელმწიფო მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სახელმწიფო მედიის ცნობით, ხანძარი დღეს დილით, სამხრეთ ქუვეითის ქალაქ მანგაფში მდებარე შენობაში გაჩნდა, სადაც მუშები ცხოვრობენ.
„შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მუშები ცხოვრობდნენ და იქ მუშების დიდი რაოდენობა იყო. ათობით ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ სამწუხაროდ, კვამლის ჩასუნთქვის შედეგად ბევრი დაიღუპა“, – განაცხადა ქუვეითის სახელმწიფო ტელევიზიამ.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”