ქუვეითის ამირა გარდაიცვალა

ქუვეითის ამირა შეიხ ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰი 86 წლისა გარდაიცვალა, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო KUNA-ს ცნობით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ამირა საავადმყოფოში ნოემბერში გადაიყვანეს.
შეიხ ნავაფი მონაქად 2020 წელს, ნახევარძმის – შეიხ საბაჰ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰის გარდაცვალების შემდეგ ეკურთხა.
ამირა ქუვეითში უმაღლესი წოდებაა – არცერთი კანონი არ მტკიცდება ისე, თუ მას ეროვნული ასამბლეისა და ამირას თანხმობა არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს