ქრისტიანები ბზობას ზეიმობენ

ქრისტიანები ბზობას ზეიმობენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ბაპტისტური თემი, სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ხსნის არმია” წარმომადგენლობა საქართველოში დღეს ბზობას, ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას ზეიმობს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ქრისტიანს დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას უსურვებს მათ.