ქრისტეშობას მორწმუნეები სარკმელში ანთებული სანთლით ხვდებიან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს შობას დღესასწაულობს. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწ­მინ­დე­სისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, შობის დღესასწაულზე ძველი ტრადიცია აღდგა და 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, ფანჯრებში მორწმუნეები სანთელს ანთებენ.
მიიჩნევა, რომ ეს ერთგვარი სიმბოლური გამოხატულებაა მორწმუნეებისა, რომლებიც წმინდა ოჯახს თავისთან ეპატიჟებიან, როგორც ამის შესახებ, თავის დროზე, პატრიარქმა აღნიშნა.
ფანჯრებთან სანთლების დანთების ტრადიცია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან განახლდა.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო.
დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება.
18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.