“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ჯანგირაშვილი

ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია, სამყაროსაც მხოლოდ რუსული ინტერესების კონტექსტში და სისტემურ ჩარჩოში ხედავს. ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს, მაგრამ ერთი მაგალითს მოვიყვან:
ცოტა ხნის წინ სირიაში შეიცვალა რეჟიმი, რომელსაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა ქონდა აღიარებული. ახალი რეჟიმი დასავლეთთან კეკლუცობს და გაჩნდა ამ აღიარების უკან წაღების შანსი, რა თქმა უნდა, დასავლეთთან თანამშრომლობით, მათი ჩართულობით და შუამავლობით. რას აკეთებს ქოცი? საქართველოს ინტერესების ლობირების ნაცვლად მათი პროპაგანდა აგებს თეორიებს, როგორ დაიქცა სირია დასავლეთის და დიფსთეითის შეთქმულებით. რატომ? იმიტომ რომ ასადის რეჟიმის ცვლილებით რუსეთმა სირია ფაქტობრივად დაკარგა და დაკარგა რეგიონში სერიოზული პლაცდარმი. ეს იყო სთვის სერიოზული დარტყმა. ქოცს უბრალოდ თავშიც არ მოსვლია, რომ ამ ისტორიაში საქართველოსთვის ხელსაყრელი რამე ეძებნა. ამასობაში ს ე.წ. ლიდერები ჩავიდნენ სირიაში და ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობებს ალაგებენ. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ელაპარაკა. ქოცი იმდენად არის უკვე ჩაშენებული რუსულ მატრიცაში, რომ ავტომატურად გარესამყაროს ამ მატრიციდან ხედავს. მისთვის ცალკე აღებული საქართველოს ინტერესები აღარ არსებობს. ეს მისთვის უკვე იმდენად ორგანული მდგომარეობაა, ვეღარც კი ხვდება რომ რამეს აშავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!

“საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერი დიპლომატების თანამდებობიდან გათავისუფლებას ან დაქვეითებას”

ირაკლი კობახიძე – გუშინ, პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო, რაც შეეხება შიმშილობას, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როცა ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას