“ქოცებო, ჩვენიანს რომ იჭერენ, წამში დავირაზმებით და თქვენიანს რომ იჭერენ, ადრე დადებულ ფოტოებს შლით” – ვართაგავა

სამოქალაქო აქტივისტი, ცაბუნია ვართაგავა:

ქ*ცებო, ირგძენით განსხვავება თქვენსა და ჩვენს შორის.
ჩვენიანს რომ იჭერენ, წამში დავირაზმებით ხოლმე, გადავეფარებით, მის სახლთან მივდივართ, სასამართლოებზე დავდივართ, ყველგან ვამტკიცებთ, რომ უდანაშაულოა. მასთან გადაღებულ ფოტოებს სიამაყით ვაფროალებთ და ვამბობთ, რომ ჩვენი მეგობარი და თანამებრძოლია, იმ შემთხვევაშიც, თუ ახალი გაცნობილი გვყავდა ან საერთოდ არ ვიცნიბდით, ციხეში წერილსა და ამანათებს ვუგზავნით. ვიცით რა ჟანრის წიგნებს კითხულობენ, რომელი საჭმელი უყვართ, ვცნობთ მათ კალიგრაფიებს, ვიცით სჭირდებათ თუ არა ფული საპატიმრო ბარათზე, არ ვტოვებთ მათ ოჯახის წევრებს, ვიხდით სესხებს, წუთებში ვუგროვებთ ათასობით ლარს, ვინტერესდებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვიცით მათი დაბადების დღეები…
თქვენიანს რომ იჭერენ, ადრე დადებულ ფოტოებს შლით, ვითომ არც არსებულა. ადრე რომ შვილის ქორწილებში ეპატიჟებოდით და ათამადებდით, იმ ადამიანებითაც კი არ ინტერესდებით, ყველა ლაიქსა და საქებარ კომენტარს შლით… ისე ივიწყებთ, ვითომც არ არსებულან.
ამიტომ გავიმარჯვებთ ჩვენ, ერთმანეთის მიმართ სოლიდარული ადამიანები, ვისთვისაც სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი არაა. და გადაშენდებით თქვენ, როგორც სახეობა, რომელთაც ერთმანეთი არ გადაარჩინეს

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები – ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი

სუს-ი – გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები – ამოღებულია 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი