,, ქოცები შარს ეძებენ” – იაგო ხვიჩია

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ქოცები შარს ეძებენ, არ უნდათ საუბრის რეჟიმში ყოფნა და არ იციან რა ქნან, ნაცების შეცვლილი ტაქტიკის წინააღმდეგ.
ამიტომ შემოაგდეს ეს კანონი თავიდან, მხოლოდ იმისთვის რომ ისევ ჩხუბის რეჟიმში გადავიდნენ, ნაცვლად მშვიდობიანი საუბრისა.
ნაცები ისევ მშვიდად არიან, ისევ ფასებზე აპირებენ საუბარს.
ჩემი აზრითაც, პოლიტიკოსების მხრიდან, ამათზე აყოლა არ შეიძლება, რადგან ქოცებსაც ეგ უნდათ, რომ პოლიტიკოსებმა ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ და იქ გაბანძდნენ.
მთელი ენერგია უნდა იყოს მიმართული იქით, რომ ეს ემოცია მიტანილი იქნას 26 ოქტომბრამდე.
ასეთი სიმშვიდის შემთხვევაში, ქოცები წააგებენ ამ თამაშს, რადგან ყველასთვის ცხადია რო ენჯეოები კი არ გადააგდეს ამჯერად ქოცებმა – ის ხალხი გადააგდეს გასულ წელს რო ქუჩაში იყო გამოსული”.

ასევე დაგაინტერესებთ