“ქოცები ვადამდელ არჩევნებს დანიშნავენ – ყველაზე ტ@აკები რო გაერთიანდნენ, მაინც უნდა შედგეს გაერთიანება ქოცების წინააღმდეგ” – გიორგი მელაძე

ქოცები ვადამდელ არჩევნებს დანიშნავენ, უცხოელი სპონსორების თვალში დაკარგული რეპუტაციის გამოსწორებას შეეცდებიან. განა იმიტომ, რომ ვინმეს მათი რეჟიმის კრიმინალური ბუნება ადარდებს? არა! სპონსორის მთავარი საწუხარია – შეძლებს თუ არა ქოცი რეჟიმის შენარჩუნებას, ძალადობის გზით ლეგიტიმაციის მოპოვებას, რომ მიბარებული ფულები დაიცვას. ამას მეტი ძალაუფლება ჭირდება და აუცილებლად ჩატარდება , სადაც ქოცები საკონსტიტუციო უმრავლესობის დათრევას შეეცდებიან. საქართველო სახელმწიფოა. ეს არ დაგვავიწყდეს. ვინმეს სჯერა თუ არა, ეგ არაფერს ცვლის. კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე ქოცებს წესრიგის გადაწყობის შესაძლებლობა მიეცემათ. სანქცირების რეჟიმზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ თუ რეჟიმი დასტაბილურდა, სანქციები აღარ იქნება მათთვის ისე აქტუალური, როგორც ახლაა. მოკლედ, მე დიდი იმედით ვუყურებ თავისუფლების მოედნის რეგისტრაციასაც და არჩევნებზე რამდენიმე ძალიას გაერთიანების პერსპექტივასაც. ყველაზე ტ@აკები რო გაერთიანდნენ, მაინც უნდა შედგეს გაერთიანება ქოცების წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში სრული კატასტროფა იქნება. ბელორუსიის მაგალითზე რუსეთმა კიდევ ერთი “სახელმძღვანელო” შექმნა – ფაქტობრივი დესუვერენიზაციის სახელმძღვანელო. წაიკითხეთ Atlantic Council ბოლო ანგარიში ბელორუსიაზე. #პროტესტისგეგმა