ქოჩორაშვილმა გაიტანა – “ლევანტემ” გამარჯვება ხელიდან გაუშვა

სეგუნდა დივიზიონის მეცხრამეტე ტურში „ლევანტე“ საკუთარ მოედანზე „კორდობას“ დაუზავდა – 2:2.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, შესვენების შემდეგ სტუმრები ზინედინ ზიდანის შვილმა, თეომ დააწინაურა, მალე ხოსე ლუის მორალესმა ანგარიში გაათანაბრა, მერე გიორგი ქოჩორაშვილმა პენალტით მასპინძლები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში კი ჯაკობო გონსალესმა თერთმეტმეტრიანით თანაფარდობა აღადგინა.
ქოჩორაშვილი 85-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში flashscore-მ 7.6 ქულით შეაფასა, ხოლო sofascore-მ 7.5 ქულით. გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებულ 16 მატჩში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
„ლევანტეს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 30 ქულით მეოთხე ადგილზეა და 17
დეკემბერს სტუმრად „ალბასეტეს“ დაუპირისპირდება.
ლევანტე – კორდობა 2:2
გოლები: 0:1 ზიდანი (46), 1:1 მორალესი (56), 2:1 ქოჩორაშვილი (72, პენ), 2:2 გონსალესი (90+4, პენ)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში