ქოლ-ცენტრების საქმეზე გამოძიება გრძელდება – პოლიციამ დალუქა ის ობიექტები, სადაც გუშინ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა

ქოლ-ცენტრების საქმეზე გამოძიება გრძელდება – პოლიციამ ის ობიექტები დალუქა, სადაც გუშინ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მისამართი ჰოლბრუკის ქუჩაა, სადაც გამოძიების ინფორმაციით, ქოლ-ცენტრი მოქმედებდა.
სწორედ ამ ობიექტიდან რეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და პენსიონერებს თანხებს სძალავდნენ. თაღლითური ქსელი მათ არწმუნებდა, რომ დანაზოგი საინვესტიციო პლატფორმებში დაებანდებინათ, სინამდვილეში კი ფულს ითვისებდა.
ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ მალე ოფისში მომუშავე პირების დაკითხვა დაიწყება.
“ჯერჯერობით მოხდა იურიდიული პირის ჩხრეკა განჩინების საფუძველზე. ამოღებულია ოფისიდან ადამიანების, როგორც პირადი, ასევე სამსახურეობრივი ტელეფონები. დაიწყება მალე გამოკითხვები და სხვა ამ ეტაპზე ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი, მხოლოდ ორ პირს ვიცავ,” – აცხადებს ლიკა ბითაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში