ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი ციხიდან გაუშვეს

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე წერს, რომ 28 წლის ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ასევე ცრუ ჩვენების ბრალდებაში გამართლდა.
ნატო ხელაძე სამტრედიაში 2 აპრილს 40 წლამდე ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაადავეს. რამდენიმე დღეში მკვლელობის და ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ ცოლის ძმამ დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. გაოძიების ცნობით, გარდაცვლილის მეუღლემ არჩადენილი დანაშაული დაიბრალა.