ქმარმა ცოლს სასტიკად სცემა — 27 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თბილისში კაცმა ცოლს სასტიკად სცემა. შედეგად, 27 წლის ქალი დღეს ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, ქალი კლინიკაში მთელ სხეულზე არსებული მრავლობითი ჭრილობებით, კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.

ექიმის თქმით, ჩატარდა ოპერაცია, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

„პუბლიკას” -ში უთხრეს, რომ გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის, 19-109-ე მუხლით დაიწყო.

-ს ინფორმაციით, კაცმა დაზიანებები თავადაც მიიყენა და ახლა კლინიკაშია მოთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!