„ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კოდექსის“ კანონის პროექტის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა

კანონის პროექტის „ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კოდექსი“ პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონის პროექტის „ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კოდექსი“ პრეზენტაციასა და საჯარო განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.
კანონპროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) და -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მასობრივი განადგურების იარაღის ტერორიზმთან ბრძოლის (WMDT) სამსახურის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შემუშავდა.
სოლომონ პავლიაშვილმა პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„კანონპროექტი მოიცავს ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კლასიფიცირების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და ინფორმაციის წარდგენის წესების, ასევე რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვის წესების დადგენას. აღნიშნული კანონპროექტი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს და მისი მიღება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი მოგვენიჭა, უმნიშვნელოვანესია. ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომელიც ეფექტიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მისაღები საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების მავნე ზემოქმედებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა, ნივთიერებებთან, ნარევებთან და საგნებთან უსაფრთხო მოპყრობისა და გამოყენებისთვის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა, ნივთიერებებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასების ალტერნატიული მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა, ნივთიერებების, ნარევებისა და საგნების თავისუფალი მიმოქცევის, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების ზრდის ხელშეწყობა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე