ქვილითაიამ გაიტანა – “აპოელმა” მოიგო და ისევ ლიდერია

კვიპროსის ჩემპიონატის 33-ე ტურში „აპოელმა“ გასვლაზე „პაფოსი“ 2:0 დაამარცხა.
სტუმრები 59-ე წუთზე პენალტით გიორგი ქვილითაიამ დააწინაურა, შემდეგ კი გოლი მარკინიოსმა გაიტანა.
ქვილითაია 84-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში 7-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. მისმა თანაგუნდელმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა.
ნიქოზიური კლუბი 69 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევრებს აეკ-ს და „ომონიას“ 4 ქულით უსწრებს და 21 აპრილს „არისს“ უმასპინძლებს, რომელიც 64 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
პაფოსი – აპოელი 0:2
გოლები: 0:1 ქვილითაია (59, პენ), 0:2 მარკინიოსი (67)