ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას
ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, 9-კილომეტრიანი გვირაბი არის ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში.
„დღეს ჩვენ ვართ ნამდვილად ისტორიული მომენტის მომსწრე, გაიჭრა ქვეშეთი-კობის გვირაბი, ეს არის 9-კილომეტრიანი გვირაბი, ეს არის ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში, რომელსაც აქვს 15 მეტრი დიამეტრი. ეს პროექტი ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ეს არის ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, ეს ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, ასევე, ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის, ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის, სტეფანწმინდისთვის, ასევე აქ არსებული სოფლების მოსახლეობისთვის, ეს პროექტი მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით.
არის 10 სოფელი, რომელიც უკეთ დაუკავშირდება სხვა რეგიონებს, ქვეყნის დედაქალაქს. სხვადასხვა თვალსაზრისით, ეკონომიკური, სატრანზიტო, სოციალური თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი ეს უნიკალური პროექტი, რომელიც საბოლოოდ დასრულდება მომავალ წელს. ეს იქნება 23-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რაც 45 წუთით შეამცირებს დღევანდელი ერთსაათიანი მგზავრობის დროს, ასევე სამი თვის განმავლობაში, უამინდობის გამო, აქ იკეტებოდა გზა, რაც აღარ იქნება საჭირო გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება გზის ეს მონაკვეთი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პირადად მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი

ასევე დაგაინტერესებთ

ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი