ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ინტერვიუს “რადიო თავისუფლებისთან”, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
კერძოდ, პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც პია კაუმა აცხადებს, რომ გარედან არავინ უნდა თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა, ვინაიდან, ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებს.
“”მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას.” – აუხსნა უცხო ქვეყნის ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია