“ქვეყნის სიყვარულს ტრენინგი არ სჭირდება! ისედაც გადავცურავთ ზღვას!” – “ახალი თეატრის” პასუხი “ოცნებას”

23 იანვარს, თბილისში გამართულ საპროტესტო მანიფესტთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წევრების თავდასხმას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი განცხადებით პასუხობს.
“ახალი თეატრი”, რომელმაც გუშინ რეგიონული ტურნე დააანონსა, სოციალურ ქსელში წერს, რომ პირველი მიზნისთვის მიღწეულია – “დაგვინახეს, მოგვისმინეს, შეშფოთდნენ!”.
“ჩვენი პირველი გზავნილი მიღწეულია – დაგვინახეს, მოგვისმინეს, შეშფოთდნენ! მეგობრისთვის თავგანწირვა არ ისწავლება! ქვეყნის სიყვარულს ტრენინგი არ სჭირდება! ისედაც გადავცურავთ ზღვას!” – წერს “ახალი თეატრი”.
ცნობისთვის, საპროტესტო მანიფესტს, რომელიც 23 იანვარს, “ახალი თეატრის” წინ, ღია ცის ქვეშ გაიმართა, ივანიშვილის რეჟიმმა თავდასხმით უპასუხა.
ამტკიცებდა, რომ პარტიების და ენჯეოების შემდეგ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას უკვე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები გეგმავენ. მსგავსი შინაარსის გზავნილები გააჟღერა მაც, რომელმაც საპროტესტო მანიფესტს “უნიჭო, არაფრისმომცემი შოუ” უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად