ქვეყნის მასშტაბით, ტყის ფერდობებზე გაჩენილი ხანძრების უმეტესობა ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 24 ნოემბერს გაჩენილი ხანძრების უმეტესობა ლიკვიდირებულია.
მეხანძრე-მაშველებმა სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდირება უკვე მოახერხეს.
ბაღდათში სოფელ ხანის მიმდებარედ, ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
საფრთხე, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე გავრცელდეს არ არსებობს.
ცნობისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდებოდა. მათი ცნობით, ცეცხლი ტყის საფარის დაბალ ფენას – ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.
რაც შეეხება, ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე გაჩენილ ხანძარს, გუშინვე ცეცხლის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა, ასევე სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც ჩაერთო.

ასევე დაგაინტერესებთ