ქვეყნებს, რომლებიც ვენესუელისგან ნავთობს ყიდულობენ, 25%-იან ტარიფს დაუწესებს

ქვეყნებს, რომლებიც ვენესუელისგან ნავთობს ყიდულობენ, 25%-იან ტარიფს დაუწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, Truth Social-ზე წერს.
„აშშ ვენესუელის წინააღმდეგ ე.წ. მეორად ტარიფს დააწესებს, მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ვენესუელამ აშშ-ში მიზანმიმართულად და მოტყუებით გაგზავნა ათიათასობით კრიმინალი, რომელთა უმეტესობა მკვლელია. ამასთან, ვენესუელა აშშ-ს და იმ თავისუფლებების მიმართ, რომელთაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, მტრულად არის განწყობილი. ამიტომ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ვენესუელისგან ნავთობს ან გაზს ყიდულობს, იძულებული გახდება 25%-იანი ტარიფი გადაუხადოს აშშ-ს, ჩვენს ქვეყანასთან ნებისმიერი სახის ვაჭრობისას“, – წერს .
აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, ვენესუელას წინააღმდეგ ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში