ქვეყნები, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა – სია ასე გამოიყურება:
· ყაზახეთი – ნურსულთან ნაზარბაევი (1991; 1995)
· თურქმენეთი – საფარმურატ ნიაზოვი (1992)
· ერაყი – სადამ ჰუსეინი (1995;2002)
· სირია – ბაშარ ალ ასადი (2000; 2007)
· ჩრდ.კორეა – კიმ ჩენ ინი (2019)
· საქართველო – მიხეილ ყაველაშვილი (2024)
დღეს, 14 დეკემბერს, 300 წევრისგან დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი აირჩია. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობდა 225 ადამიანი მონაწილეობდა. ბათილად მხოლოდ ერთი ბიულეტენი ჩაითვალა. 224 ხმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო.
სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი, მიხეილ ყაველაშვილის, კანდიდატურა, რომელიც გახდა ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით (ამერიკული მოდელი), საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება, შესაბამისად, ამჟამინდელ პრეზიდენტს, (დამოუკიდებელი საქართველოს მეხუთე და ქალ პრეზიდენტს) სალომე ზურაბიშვილს, უფლებამოსილება შეუწყდება. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში ის „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. 2015 წელს მან კენჭი ვერ იყარა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად იმ მიზეზით, რომ იმ დროს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა.
მიხეილ ყაველაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, 2022 წლის აგვისტოში დააფუძნა მოძრაობა „ხალხის ძალა“ – მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდა. ოთხეულის მთავარი ამოცანა იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“. მოძრაობა პირველივე დღეებიდან გამოირჩეოდა ანტიდასავლური რიტორიკით, თავს ესხმოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩსაც. მოძრაობამ 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის – აშშ-ის – საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.
2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო „აგენტების კანონი“, რომელმაც ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში და, როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, ქვეყანა დააშორა ევროინტეგრაციას.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს. ოპოზიციას პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
ცნობისთვის, ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი, რომელიც 28 ნოემბრიდან ქუჩაში აქციებს მართავს, ყაველაშვილს პრეზიდენტად არ სცნობს და არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს. ყაველაშვილს პრეზიდენტად არ სცნობს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ხალხის პოზიციას სრულად იზიარებს მოქმედი პრეზიდენტი, დამოუკიდებელი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებენ. მათი შეფასებით, საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური პროცესია. მათ ადგილზე დიპლომები და ბურთები მიიტანეს. ისინი წითელ ბარათს უჩვენებდნენ ყაველაშვილს და სკანდირებენ: “მიშა, შენი დრო წავიდა, გადი მოედნიდან!”
აქციის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალის მობილიზებაა. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზეც.
ასევე, შსს-ს თანამშრომლები პარლამენტის წინ რკინის ჯებირებით შემოფარგლულ ტერიტორიაზეც არიან განლაგებულები, სადაც დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დგას.
საპოლიციო ძალები ასევე მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზეც, სადაც წყლის ჭავლის მანქანებიც დგას.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარშიც შეუერთდა. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სკანდირებენ – „საქართველო“.
” ხელი გაუშვით, ჩემი შვილია!” – ამ ლოზუნგით გაიმართა დედების მარში. ქალებს ხელში უჭირავთ დარბეული, დასახიჩრებული, ნაცემი და დაპატიმრებული ახალგაზრდების ფოტოები. მარშში მონაწილე დედები მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უმიზეზოდ დაკავებული მომიტინგე, ვინც რუსთაველზე ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს იცავდა.
დღის განმავლობაში პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობაც იგეგმება.
დღეს, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი აირჩია. კენჭისყრა 9 საათიდან დაიწყო და 14 საათზე დასრულდა.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი – მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური გახდა.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანი იყო. კოლეგიის შემადგენლობაში შედიოდა: – პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი – სულ 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისი იყო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის – სულ მცირე 200 წევრის ხმა გახლდათ საკმარისი.