ქვეყნები აძლიერებენ ძალისხმევას მოსახლეობის დასახმარებლად ომით გაჩანაგებულ ღაზაში

ღაზაში მზარდი კრიზისის ფონზე, გლობალური თანამეგობრობა ცდილობს გააძლიეროს დახმარების ძალისხმევა, კვიპროსიდან გასვლისთვის ემზადება ევროპული გემი, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება უნდა ჩაუტანოს მოსახლეობას ომით გაჩანაგებულ სექტორში.
ევროპულმა კომისიამ 9 მარტს გამოაცხადა, რომ კვიპროსიდან ღაზაში საზღვაო დერეფანი შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას ამოქმედდეს – რაც იქნება ნაწილი საპილოტო პროგრამისა, რომელსაც ამუშავებს -ში განთავსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, “მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულო” და აფინანსებს არაბთა გაერთიანებული საამიროები.
კვიპროსი ღაზასთან ყველაზე ახლოს მდებარე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, მისგან სექტორამდე საზღვაო გზით ჩასვლას 15-მდე საათი სჭირდება.
8 მარტს დათანხმდა საზღვაო დერეფანს, თუმცა აცხადებდა, რომ უსაფრთხოების შემოწმება იქნება საჭირო.
პარალელურად, გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს, UNRWA-ის ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ ზოგიერთი დონორი მომავალ კვირებში განაახლებს დაფინანსებას, და გამოდის გაფრთხილებით, რომ მას “სიკვდილი ემუქრება” – მას მერე, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ სააგენტოს თანამშრომლების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბერს ისრაელზე აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის შეტევაში.
აშშ-ც აცხადებს, რომ ააგებს დროებით ნავმისადგომს დახმარების ჩასატანად ღაზაში, რომელსაც საპორტო ინფრასტრუქტურა არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!