ქვეყანა თავზე ეშლებათ, თავიანთ პრეზიდენტს მიხედონ – მახაშვილი ფრანგ დეპუტატებზე

„ქართული ოცნების“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილის განცხადებით, ფრანგ პოლიტიკოსებს ქვეყანა თავზე ექცევათ და საკუთარ მოსახლეობაზე უნდა იფიქრონ.
მახაშვილი ასე გამოეხმაურა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის მიერ „ქართული ოცნების“ მთავრობაზე კრიტიკული რეზოლუციის მიღებას, რომელიც ასევე ითხოვს სანქციებს დაწესებას სა და მისი თანამებრძოლებისათვის.
„სანქციების დაწესებას, თუ რაღაცას ითხოვენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ, ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ და თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტს და მოსახლეობას მიხედონ. სანამ სხვებზე იფიქრებენ და ჯიბეებში ფულს ჩაიდებენ, საკუთარ მოსახლეობაზე იფიქრონ. მე სხვა პასუხი მათთან არ მექნება. ამ პოლიტიკოსების მხრიდან არაერთხელ ვიხილეთ მსგავსი ტიპის ესკალაციური განცხადებები და მერე საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამის უკან დგას ხან ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ფინანსური ინტერესი, ხან სხვების“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
3 დეკემბერს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომელიც გმობს „ქართული ოცნების“ მთავრობის ავტორიტარულ გადახრას, ფუნდამენტური უფლებების ხელყოფას, გამოხატვისა და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნა დაუკავშირონ თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საპარლამენტო ს ჩატარებას.
რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, მხარი დაუჭიროს სანქციებს ბიძინა ივანიშვილსა და მისი თანამებრძოლებისადმი; განიხილოს ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევა; მოითხოვოს ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება; დაეხმაროს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას საქართველოში.
რეზოლუციის პროექტის განხილვა უკვე საგარეო საქმეთა კომიტეტში გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება