“ქვეყანა განიცდის დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლას და ეს არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღნიშნული” – კორნელი კაკაჩია

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის კორნელი კაკაჩიას განცხადებით, დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანა უკუსვლას განიცდის და ამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს.
“ქვეყანა განიცდის და დიდი ხანია ამაზე ლაპარაკია, დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლას და ეს არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღნიშნული, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა მონიტორინგის შედეგებითაც და ასე რომ დიდად გასაკვირი იყოს, ასე არ არის. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და ბუნებრივია და არც არის გასაკვირი, რომ ეს იყოს კრიტიკული, როგორც მოსალოდნელი იყო”, – აცხადებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა