ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალი 4GB გაუქმდა
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალი 4GB გაუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
4GB, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიიჩნევს ფესტივალის ჩატარებას და მხარდჭერას უცხადებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს.
„გაცნობებთ, რომ 4GB 2024 გაუქმებულია!
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!
შეძენილი ბილეთებით შეგიძლიათ დაესწროთ მომავალ 4GB-ს. ასევე შეგიძლიათ მათი დაბრუნება, ელექტრონული ბილეთის ბმულზე დაბრუნების ღილაკის მეშვეობით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 10 ივნისის 19:00 საათამდე.
ჩვენ ისევ შევხვდებით!“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.