ქვეყანაში შევქმენით პირველი პრეცედენტი, სადაც სამედიცინო პერსონალისთვის განვსაზღვრეთ მინიმალური ხელფასის ოდენობა – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურა აზარაშვილის განცხადებით, სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვრა, რაც პირველ ეტაპზე, 21 000 ადამიანს შეეხო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მიზანია სამედიცინო პერსონალისთვის ღირსეული ანაზღაურების მიღება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
“ქვეყანაში შევქმენით პირველი პრეცედენტი, სადაც სამედიცინო პერსონალისთვის განვსაზღვრეთ მინიმალური ხელფასის ოდენობა. პირველ ეტაპზე, ეს იყო ექიმებისთვის, ექთნებისთვის, ხოლო მეორე ეტაპზე სხვა დანარჩენი პერსონალისთვის, რაც მომდევნო წლის იანვრიდან ამოქმედდება.
მთლიანი სამედიცინო პერსონალი, რომლებიც კლინიკაში არიან დასაქმებულნი, დაახლოებით 40 000 დასაქმებულიდან 21 000 -ს შეეხო მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საკითხი. წარმოიდგინეთ, რამდენად დაბალი იყო სახელფასო განაკვეთი. სამწუხაროდ, ჩარევა დაგვჭირდა და ამ ჩარევით კარგი შედეგი მივიღეთ. ეს არის სარეკომენდაციო მინიმუმი და ამის ზევით, რა საკვირველია უნდა იხდიდნენ კლინიკები იმიტომ, რომ ტარიფები, რასაც სტაციონარებისთვის ვიხდით სრულიად ადეკვატურია”, – განაცხადა ზურა აზარაშვილმა “ღამის კურიერთან” საუბრის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი საკანონმდებლო ზომების გატარება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისათვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან

ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე საუბრობენ იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში, ასეთი ინიციატივა ქართული საზოგადოების თვალში აკნინებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს რეპუტაციას