ქვეყანაში “ღორის გრიპი” და “ჰონ კონგის ვირუსი” ერთად ცირკულირებს

საქართველოში სეზონური გრიპის გავრცელება მკვეთრად გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში ცირკულირებს A ტიპის გრიპის ორი ქვეშტამი – ე.წ. ჰონგ-კონგის და ღორის გრიპი. ვირუსი სწრაფად ვრცელდება და მისი გადადების რისკი მაღალია.

მედიკოსები მოქალაქეებს აფრთხილებენ გრიპისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე, მათ შორისაა მაღალი ტემპერატურა, თავისა და ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე. აღნიშნული ნიშნების გამოვლენისთანავე რეკომენდებულია ექიმთან დროული მიმართვა.

განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ რისკ ჯგუფებს – მცირეწლოვან ბავშვებს, 65 წელს გადაცილებულ პირებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს. პედიატრების ინფორმაციით, ბავშვებში გართულების რისკი მაღალია და სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათი გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.

ვირუსის გავრცელების ფონზე გაიზარდა მიმართვიანობა კლინიკებსა და სტაციონარებში, რის გამოც პაციენტებს რიგში საათობით ლოდინიც უწევთ. ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება ვაქცინირებულ მოქალაქეებშიც, თუმცა ასეთ დროს დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

მედიკოსების რეკომენდაციით, გრიპისგან დაცვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად კვლავ ვაქცინაცია რჩება. ასევე მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)