ქვეყანაში სეზონური ვირუსების შემთხვევები იზრდება – როგორია ექიმების რეკომენდაცია

სეზონური გრიპის ვირუსით კლინიკებში მიმართვიანობა, ბოლო ორი კვირაა, რაც გახშირდა. პაციენტების უმრავლესობა ბავშვია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ დროისთვის, ყველაზე მეტად გავრცელებულ – “ა” ტიპის ვირუსს მაღალი ტემპერატურა, გამოხატული სისუსტე, თავისა და სახსრები ტკივილი ახასიათებს. ექიმების განმარტებით, საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელება აქტიურ ფაზაში შევიდა, თუმცა საგანგაშო არაფერია, რადგან ზამთრის სეზონთან ერთად, გრიპის შემთხვევები იმატებს.

ექიმების პროგნოზით, ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდი შესაძლებელია, რომ იანვრის ბოლომდე გამოვლინდეს. სპეციალისტების თქმით, გართულებების პრევენციისთვის, მედიკოსების რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია.

რისკ ჯგუფში ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები შედიან.

როგორც ექიმები არნიშნავენ, ვირუსის ჯამური მაჩვენებელი ამ დროისთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო. ექიმები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, გრიპის გავრცელებისა და მისგან გამოწვეული გართულებების საფრთხე არ არსებობს.
ავტორი: რევაზ დიდბერაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით