ქვეყანაში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები დაიწყო – საგამოცდო ცენტრები 8 მუნიციპალიტეტშია გახსნილი

ქვეყანაში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები დაიწყო. ამჯერად გამოცდები ქართულთან ერთად, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ტარდება ეთნიკური უმცირესობებისთვის.
საგამოცდო ცენტრები ქვეყნის მასშტაბით 8 მუნიციპალიტეტშია გახსნილი. გამოცდის ჩაბარების სურვილი კი 1600-ზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა. საგამოცდო პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან.
გამოცდების მიმდინარეობას ბოლნისსა და მარნეულში პირადად გაეცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
“ამ ეტაპზე 8 ლოკაციაზე ხორციელდება სერტიფიცირება და უზრუნველყოფილი არის ისეთი სერვისი მიწოდება, რომელიც ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობებისთვის მათთის გასაგებ ენაზე ტესტების თარგმნასა და შესაბამისი სერვისის მიწოდებას. სერტიფიცირების მიზანია ამომრევლის ინფორმირება საარჩევნო საკითხებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ კი ისეთი კვალიფიციური რესურსის მობილიზება, რომლებიც შემდგომ სამომავლოდ მათი დაინტერესების შემთხვევაში”, – აცხადებს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა