ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელება აქტიურ ფაზაში შედის – სპეციალისტები იანვრის პირველ კვირაში გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობენ

ქვეყანაში, გრიპის ვირუსის გავრცელება აქტიურ ფაზაში შედის. სპეციალისტები იანვრის პირველ კვირაში გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ წინასწარი გათვლებით, სავარაუდოდ ორ კვირაში, სეზონური ვირუსების შემთხვევები გაორმაგდება. ქვეყანაში ძირითადად “ა” ტიპის ვირუსები ცირკულირებს.
მედიკოსების ინფორმაციით, რისკ ჯგუფებში ბავშვები და მოხუცები არიან. მათივე განმარტებით, აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება. სპეციალისტები ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი ამ დროისთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.
“ა” ტიპის ვირუსს მაღალი ტემპერატურა, გამოხატული სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი ახასიათებს. იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის მსგავსი სიმპტომებით 40 პაციენტია მოთავსებული. მათი უმრავლესობა ბავშვია. პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ უმჯობესია მცირე ასაკის ბავშვები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ.
მიმართვიანობა გაზრდილია ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ სიმპტომების შემთხვევაში მთავარი რეკომენდაციაა, პაციენტი მოერიდოს ხალხმრავალ ადგილებს და მიიღოს დიდი რაოდენობის სითხე. ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები კი მხოლოდ ექიმების რეკომენდაციით გამოიყენონ.
სპეციალისტების მოსახლეობას არწმუნებენ, რომ რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, ვირუსის გართულებისა და გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული სკინჰედობა არ არის ბუნებრივად წარმოშობილი, ის გარედანაა დაფინანსებული ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსაშლელად, ისინი “სასარგებლო იდიოტებად” ჩამოაყალიბეს რომ შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი