„ქვეყანამ ასეულ მილიონობით ლარი დაკარგა წაგებული დავებიდან“, –

„ქვეყანამ ასეულ მილიონობით ლარი დაკარგა წაგებული დავებიდან“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავებს.
“კომერსანტი” გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„აუდიტის სამსახურის დასკვნით საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში 2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით 3.3 მილიარდ დოლარს ედავებიან. 300 მილიონზე მეტი მოთხოვნა მხოლოდ ნამახვანის ჰესის ინვესტორს აქვს.
ქვეყანამ ასეულ მილიონობით ლარი დაკარგა წაგებული დავებიდან და ასეულ მილიონობით ლარი დაგვიჯდა უცხოური საადვოკატო ფირმების მომსახურება.
კორუფციული და დანაშაულებრივი კონტრაქტები და ვალდებულებათა შეუსრულებლობა დიდძალ ზიანს აყენებს ქვეყანას“, – წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში 2024 წელს საქართველოს მთავრობას 4.8 მლრდ დოლარს ედავებოდნენ. საქმეებიდან ერთი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა, რის გამოც, ჯამური მოთხოვნა 3.3 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)