: უმცირესობებთან ბრძოლას ხომ არ აჯობებდა ქურდებს და მკვლელებს ვებრძოლოთ-მეთქი. იცით, რა მიპასუხა: ქურდებს კაცობა მაინც აქვთო. შემეშინდა

“სალონში მიმავალი შემთხვევით აღმოვჩნდი სიწმინდის დასაცავად გამოსულთა ეპიცენტრში. რამდენიმეს სპეციალურად ვკითხე, რა ზეიმია-მეთქი? მიპასუხეს გაკვირვებული სახით: -რა, არ იცით, რომ ოჯახის სიწმინდის დღეაო. მე ჩავეკითხე: რა შინაარს ატარებს ეს დღესასწაული, რისთვის არის დაწესებული, რა უნდა ვიზეიმოთ-მეთქი. ჯერ დაფიქრდნენ და მერე გულწრფელად მიპასუხეს, რომ შვილები უნდა დავიცვათ გეიპროპაგანდისგანო ( ნუ შინაარსი ეს იყო, ახლა სიტყვა პროპაგანდა ამ ხალხმა არ იცის). ამ ლაპარაკში ვიყავი, რომ ერთი ატირებული ქალი მოგვიახლოვდა: თან ხმამაღლა ყვიროდა: გამოვედი ზეიმზე, დიდხანს ვიდექი, ნაყინი მომინდა, გავხსენი ჩანთა და საფულე აღარ მიდევს, ვიღაცამ ამომაცალაო.
მივუბრუნდი მოსაუბრეს და ვეუბნები: უმცირესობებთან ბრძოლას ხომ არ აჯობებდა ქურდებს და მკვლელებს ვებრძოლოთ-მეთქი. იცით, რა მიპასუხა: ქურდებს კაცობა მაინც აქვთო. შემეშინდა.
აი, რა ბოდვაში ჰყავთ ჩათრეული ეს უბედური ადამიანები.
მე ბევრი ელგბტ მეგობარი მყავს, ყველა გამორჩეულად ნიჭიერი და ერთგულია. ყველა უკიდურესად პატრიოტი და ჯანსაღი. ეს ადამიანები ძალიან ბევრს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ძალიან მიყვარს.❤️
აი, დღეს რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს რა ეშველებათ, ამაზე პასუხი არ გამაჩნია”,  – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე .

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)