ქეთი ქურდოვანიძე: სარიშვილის, მისი ქმრის, იგორ გიორგაძისა და ყველა პუტჩისტის ჩადენილი უბედურება ერთად აღებული ვერ წაადგება წულუკიანს ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გადასაფარად

ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე :
ირინა სარიშვილის სტატუსი წავიკითხე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით. ირინა სარიშვილისა და მისი ქმრის მსგავსებმა მე და ჩემი თაობის ადამიანებს წაგვართვეს ახალგაზრდობა, ბედნიერება, წარმატების შანსი, ადამიანური ცხოვრების უფლება, თანაც ისე, რომ ამის გამო პასუხი არ აგეს. არც ახლა ნანობენ იმას, რაც ჩაიდინეს, სარიშვილი წერს, რომ სიძულვილის ენაა თურმე მისი იმ შემზარავი გამოსვლის პრობლემა და იქვე თავს იმართლებს, თითქოს ამ ვიდეოს კონტექსტი სინამდვილეში სულ სხვაა და ეს მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიაა. ეს სტატუსი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა.
თუმცა აქვე ვიტყვი, რომ სარიშვილის, მისი ქმრის, იგორ გიორგაძისა და ყველა პუტჩისტის ჩადენილი უბედურება ერთად აღებული ვერ წაადგება წულუკიანს ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გადასაფარად.
მიშას და ნაცმოძრაობას კი კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მათ მიერ დაშვებული ყველაზე მძიმე და მიუტევებელი შეცდომა იყო კრიმინალური პუტჩისა და პირველი პრეზიდენტის სიკვდილის არა მარტო არშეფასება და არგამოძიება, არამედ იარაღიანი პუტჩისტებსა და მათ იდეოლოგებთან ერთ პარტიაში ყოფნა და მათი მინისტრებად დანიშვნა.