: რა გულისამაჩუყებელია ზვიად რატიანის ლექსების გაზიარება, არა? ოღონდ ეს მისი შემოქმედების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და არა – ტყვეობიდან დახსნას

“რა გულისამაჩუყებელია ზვიად რატიანის ლექსების გაზიარება, არა? ოღონდ ეს მისი შემოქმედების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და არა – ტყვეობიდან დახსნას. ამ უკანასკნელს კი ბრძოლა სჭირდება,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი .

შეგახსენებთ, რატიანი პარლამენტის მიმდებარედ 23 ივნისის ღამით დააკავეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავით მამაგეიშვილი აცხადებს, რომ რატიანმა პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რატიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ერთადერთი, ვინც „ოცნების“ ნაბიჯებს დადებითად აფასებს, რუსეთია, პროტესტს კი შარშან უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, საზოგადოება ქუჩაში ბრძოლის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს – დღეს, „ოცნება“ გაძლიერებულია