: თინათინი შავ კაბაში დეკონსტრუქციასაც სცილდება და პოსტმოდერნიზმსაც და სრული უმეცრების შთაბეჭდილებას ახდენს

ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი :
თინათინი შავ კაბაში დეკონსტრუქციასაც სცილდება და პოსტმოდერნიზმსაც და სრული უმეცრების შთაბეჭდილებას ახდენს. თინათინი ხომ გონების, სიბრძნის, სინათლის, გათენების (ათინათი, ათენა) პერსონიფიკაციაა, თუმცა ქოცისთვის ხომ ცოდნა და სიბრძნე შავთან და უბედურებასთან ასოცირდება.
რაც შეეხება თინათის მიერ ავთანდილის მარგალიტით დაჯილდოებას. მარგალიტი შუა საუკუნეების ლიტერატურაში, სუფიზმშიც ცოდნის სიმბოლოა, როგორც ოქრო, განძი. ჰოდა თინათინი სარწმუნოება ავთანდილს აძლევს საჭირო ცოდნას უცხო მოყმის ამბის გასაგებად, რადგან უცხო მოყმის დროისა (დახოცილი 12 მონა) და სივრცის ( კვალს ვერ პოულობენ) შემეცნება შეუძლებელია. ( ამაზე ვრცლად წერს ზვიად გამსაზურდია).
რაც შეეხება გლობალურ მიზანს: ქაჯეთის დამარცხება შესაძლებელია საღვთო ფილოსოფიის, სიყვარულის, სასოებისა და პრაქტიკული სიბრძნის ერთობლიობით.
ამ დიადი მიზნის ინსპირატორია გონება (თინათინი), ორგანიზატორი -სარწმუნოება (ავთანდილი), მაშველი რგოლი და იმედი – ფრიდონი, პრაქტიკული ქმედების საფუძველი- ადამიანური ცოდნა (ფატმანი), დამაგვირგვინებელი -სიყვარული (ტარიელი).
ამ პერსონაჟთა სამოსს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ნესტან-დარეჯანს პირველად მოსავს მწვანე -სიცოცხლის ფერი ( ევა), მეორედ ოქროსფერი -ისიდა, ნაყოფიერების ქალღმერთი.
შავი ფერი შუა საუკუნეების ეპოსებში უკავშირდება ასკეტიზმს, ამიტომ შავ კაბაში გამოწყობილი თინათინის ეროტიკული სცენა ძალიან კომიკურად გამოიყურება.