“ახლა ვუყურე ღამის მთავარს Eka Kvesitadze , რომელმაც 30 წლის განმავლობაში პირველმა გააკეთა გადაცემა 90-იანი წლების რეფლექსიაზე. მადლობა მას ამისთვის. ძალიან გული დამწყდა, რომ ვერ ვმონაწილეობდი, სამაგიეროდ, იქ იყო მეორე ძალიან მაგარი ქეთი – კაკიტელაშვილი და მადლობა მას.
ახლა ჩემი მთავარი გზავნილები:
1. 1991-92 წლებში რუსეთმა საქართველში მოაწყო სამხედრო -კრიმინალური გადატრიალება, ანუ კრიმინალური პუტჩი. ყველა სხვა ტერმინით ამ მოვლენის სახელდება არის იურიდიული და პოლიტიკური ნონსენსი: კრიმინალურმა დაჯგუფებებმა, კრიმინალურმა ინტელიგენციამ და სახელმწიფოსგან განდგომილმა უკანონო სამხედრო შენაერთებმა, რომელთა ლიდერებიდან ერთი იყო კანონიერი ქურდი, რუსეთის იმპერიის დაფინანსებით (პუტჩი დაჯდა 60 მილიონი ) და რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის -ედუარდ შევარდნაძის თაოსნობით, რუსული იარაღითა და სამხედრო ძალის დახმარებით დაამხეს ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და პრეზიდენტი.
2. არ არსებობს ბუნებაში არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, არცერთ აუდიო და ვიდეოჩანაწერი, არცერთი დოკუმენტი და კანონი, რომელიც ადასტურებდეს გამსახურდიას შოვინისტურ, ქსენოფობიურ და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულ რიტოტიკას თუ ქმედებას. მეტიც, გამსახურდიას ჯაბა იოსელიანი ბრალს სდებდა აფხაზეთში აპარტეიდული კანონის მიღებაში.
3. სრულიად მიუღებელია დისკურსი, რომ რუსთაველზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებისა და გემოვნების ქართველები. სინამდვილე ასეთი იყო: ერთ მხარეს იყვნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გულანთებული საქართველოს მოქალაქეები, მეორე მხარეს კი რუსეთის იმპერია და მასთან კოლაბორაციაში მყოფი მანქურთები.
4. და ბოლოს ამ ყველაფრის საავტორო უფლება ეკუთვნის ედუარდ შევარდნაძეს, მთავარ დამნაშავეს.
საგანგებო მადლობა Bejan Javakhia ყოველთვის სწორი პოზიციისთვის” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე.