სოციალური აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
უი წააგო კალას “გაიასნებულმა” და დადუმებულმა ნაკრებმა? ჰმ, რანაირია..
რატო არ მტკივა გული?
ეს პოსტი რო შეგხვდებათ, გულნატკენები თუ იქნებით, გეწყინებათ ამ სიტყვების წაკითხვა?
ჰო, მეც ასე მეწყინა..
ერთჯერ არა, უამრავჯერ,
როცა უდანაშაულო გიორგი და რეზო ციხეში იყვნენ
და ერთი სიტყვა,
ერთი სიტყვა არ დასცდა არავის.
მახსოვს ერთი თამაშის წინ, მთელი კამპანია აგორდა, აი გოლს ვინც გაიტანს,
მაისური რომ აიწიოს და ზედ გიორგი გორგაძე რომ ეწეროსო ♡
მთელი 90 წუთი და კიდევ დამატებითი,
იმ ერთ წამს ველოდი,
გატანილი გოლის ავტორს, მაისური რომ უნდა აეწია და შიგნიდან გიორგი გორგაძე წერებოდა..
ჰო, გაიტანეს გოლი,
მაისურიც აიწია რატომღაც იმ ერთმა და ზედ “დედა” ეწერა თუ რაღაც, აღარც მახსოვს..
და მე ვიყავი ყველაზე ბოროტი იმ ერთ წამში და ვფიქრობდი რომ ეს “დედა” ციხეში გაკეთებულ და დატყვევებულ საქართველოს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე იმ წამებს..
იმიტომ, რომ როცა ვამბობ უდანაშაულო ბიჭი,
ვგულისხმობ იმას, რომ აბსოლუტურად უდანაშაულოა,
როგორც მე და შენ,
სახლიდან,
სავარძლიდან
ან საწოლიდან წამოკოტრიალებული რომ კითხულობ ამ პოსტს, ჰო შენ
და ციხეში მხოლოდ იმიტომაა გიორგი,
რომ პარტიამ ვერ გააპრავა და აბა თავის დანაშაულს ჰო არ აღიარებდა და ჰო არ გამოუშვებდა და დატოვა ციხეში.
აი ასე მარტივად,
არადა რა სასტიკად!
ჰოდა ამის გამო, სრულიად უდანაშაულო გიორგი,
რომელმაც ქვეყანა მხოლოდ ერთჯერ დატოვა და ისიც იმიტომ, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ეგულშემატკივრა,
ციხეში ზის.
და გიორგიმ უამრავი იშრომა იმისთვის, რომ გერმანიაში ბილეთები ეყიდა
და რომ წააგეს, რომ აგებ, მე მაინც მიყვარხარო დაუწერა ეროვნულ ნაკრებს
და ამ ბიჭს,
ერთი სიტყვაც არ აღირსეს!
არცერთმა!
ჰოდა ჰო,
როგორც შენ ამ პოსტზე გეწყინა
ან თუ გეწყინა,
ასე მწყინს მე უკვე დიდი ხანია
და ჩემთვის დიდი ხანია,
ეროვნულობა
ქვეყნის გადარჩენასთან ასოცირდება
და არა სპორტთან!
ჰოდა დიდი ბოდიში თუ კალას გავლენებსდამორჩილებულ 11 კაციან რაღაც გუნდს არ ვგულშემატკივრობ.
ეროვნულობა მე ვიცი ქვეყნის გადარჩენაში
ჯერ,
მერე სპორტში..
გიო შენც მაპატიე რომ ახლა არ ზიხარ შენს სამეგობროში და ისე არ უყურებდი ფეხბურთს..