ქეთი მოლაშვილი: მართლა არასოდეს მითხოვია ამბავი ან პოსტი გააზიარეთ მეთქი, ახლა გთხოვთ

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ცხოვრებაში რაც არ მითხოვია, ის უნდა გთხოვოთ ♡
სულ მცირე, ამ ამბის გაზიარებაში რომ დაეხმაროთ კარგ ადამიანებს ♡
მართლა არასოდეს მითხოვია ამბავი ან პოსტი გააზიარეთ მეთქი, ახლა გთხოვთ,
Tavsatekhi / თავსატეხი-ს ჩვენი დახმარება სჭირდება, არადა სულ 1 დღეა დარჩენილი.
იცით, “ცოდნის კაფეს” მშენებლობის კამპანიისთვის, თანხის შეგროვება რომ დავიწყეთ,
ფბზე ანგარიში დავდეთ და გვინდა ‘ცოდნის კაფე’ ავაშენოთო დავწერეთ.
ბევრი დაგვცინოდა, ვერ შეძლებთო,
გულს გვიტეხავდნენ, შეეშვითო,
ვერ იზამთო,
მაგრამ ვინც გვენდეთ,
ვინც თანხებს რიცხავდით
და ორი კინკილა გოგოს ამბისა და სიჯიუტის გჯეროდათ,
ჰო გავიტანეთ ჩვენი და ავაშენეთ?!
ჰოდა ხალხის რწმენას,
რომ რაღაც გამოგივა,
აქვს უდიდესი ძალა ♡
დედას გეფიცებით,
2 ლარი კი არა, 80 თეთრიც მოუციათ მშენებლობისთვის და ყველა თეთრი იყო მნიშვნელოვანი ♡
ჰოდა ახლა ამ ხალხს,
თელავში, რეგიონში სჭირდება მხარდაჭერა,
რომ ახალგაზრდული თავშეყრის ადგილი შექმნან:
სამაგიდო თამაშების,
ფაზლების,
შეხვედრების სივრცის,
ბიბლიოთეკის სივრცე ექნებათ.
და მე მჯერა,
რომ
რეგიონებში ზუსტად ასეთი სივრცეების გაკეთებაა აუცილებელი.
ვიცი, რომ რთული დროა,
ვიცი, რომ გაჭირვებაა, ისე, როგორც არასდროს,
მაგრამ დამპალი რუსული იმპერიის დროს,
1889 წელს, ქიზიყელებმა საკუთარი რესურსით თეატრი ააშენეს და გახსნეს
და უბრალოდ იცოდეთ,
რომ გაჭირვება მაშინაც დიდი იყო და გაჭირვება რომ არის რეგიონებში,
ამიტომ უფრო საჭიროა ასეთი სივრცეები.
არ მოგერიდოთ 5-10 ლარის გაღებაც კი,
ლინკს დავდებ კომენტარებში
და გთხოვთ მხარი დავუჭიროთ.
სულ 15 000 სჭირდებოდათ,
მხოლოდ 5000-ს შეგროვება შეძლეს,
უნდათ, 2500 მაინც შეაგროვონ,
რომ ნახევარი რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ,
ის მაინც გააკეთონ.
იდეის ავტორი ვინაა და გიო. @თუ ვინმემ არ იცით,
Gio Bejanishvili არის თელავზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი.
და კიდევ ერთხელ, გთხოვთ ამ ამბის გავრცელებაში მოგვეხმაროთ რეგიონში მცხოვრებ ხალხს,
რეგიონის ხმაც რომ ისმოდეს ქვეყანაში.
დანარჩენს კომენტარებში მოვყვები…