სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ეს პოსტი ქ.ოცნების იმ ქალებზეა,
უამრავი კარგი საქმის კეთება რომ შეუძლიათ ამ ქვეყანაში, მაგრამ საკუთარი ბიზნესისა და ოჯახის გარდა, არაფერი ადარდებთ…
ანოუკით დავიწყოთ.
ბოლო დღეებია, თბილისის ქუჩებში, დედაქალაქის პირველი ლედი გამოჩნდა ბილბორდებზე,
ოღონდ არა იმით, რომ ვინმეს ეხმარება,
ან საქველმოქმედო სადილს მართავს,
ან საქველმოქმედო წვეულებას,
ან ფონდს აარსებს,
არა!
აი ჰო მილიონერია,
ათიათასებს მხოლოდ იმიტომ ხარჯავს,
რომ საკუთარი თავი გამოსახოს ბილბორდზე
და საკუთარ ბიზნესს გაუკეთოს რეკლამა.
და რა,
განა ბიზნესის კეთება დასაზრახია?!
არა, რა თქმა უნდა,
მაგრამ როცა მილიონნახევრიანი ქალაქის
პირველი ლედი ხარ აგერ უკვე რამდენი წელია,
რამე გაგიკეთებია როგორც დედაქალაქის პირველ ლედის?
რამე დაგიორგანიზებია,
ვინმეს დახმარებიხარ,
ანგარიში გაგიხსნია,
სიკეთე გაგიკეთებია?
ანოუკის არა,
როგორც პირველ ლედის რამე გაგიკეთებია?
ჰო, ეგაა დასაზრახი..
აი მაგალითად, დიუშენის სინდრომით დაავადებული 100-მდე ბავშვი რომ გვყავს მხოლოდ ამ ქვეყანაში
და
შარშან ვინც დარბოდა,
წელს რომ ეტლში ზის,
ვინც ეტლში იჯდა,
ის რომ ჩაწოლილია
და ვინც ჩაწოლილი იყვნენ,
ის ბავშვები რომ გარდაიცვალნენ,
რომელიმე მაღალჩინოსნის ცოლს,
რამე გაუკეთებია?!
და რა მოხდა,
2 დღე გავიდა და ყველას დაგვავიწყდა,
რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები იღუპებიან ჩვენს ქვეყანაში
და ეგაა?
ვთქვით, გული მოვიოხეთ და მორჩა?!
ლუი ვიტონის 80 000 ლარიანი ჩანთით რომ დაბრძანდება ქ.ოცნების კულტურის მინისტრი და იკვეხის, ტვინიანი ქალი ვარო,
რამე დაეორგანიზებინა,
არ შეეძლო?
ჩვენ გაგვწყვიტეს წელში ჯარიმებით,
თავად პრემიებს იღებენ ამ ჯარიმების ხარჯზე,
პარლამენტში 33 მილიონერი რომ უზით,
საქველმოქმედო წვეულება გაემართათ
ოპერაში და 5 ბავშვისთვის ეშველათ წელს,
მომავალ წელს, კიდევ სხვა 5 ბავშვისთვის,
რა,
ვერ შეძლებდნენ?
ყოველი მეორე ბავშვი რომ შიმშილობს
და ეკონომიკის მინისტრი თუ ვიღაც,
ზუსტად აღარ მახსოვს რისი მინისტრია,
მარიამ ქვრივიშვილი,
ოფიციალური მილიონერი რომაა,
ქალი რომაა,
რომ იცის, საქართველოში სოციალურად დაუცველთა ბაზაში,
კატასტროფულად იზრდება ბავშვების რიცხვი და ბავშვები ნაგვის ურნებში იქექებიან,
ათეულათასიანი საათებით რომ დადის,
რა გაუხდა საქმისგარეშე სიკეთის კეთება?!
არაბების შემოყვანა და მიწების გაყიფვა გავიგეთ,
საკუთარი ინიციატივით,
როგორც ‘გავლენიან ქალს’, რამე გაუკეთებია?
ან ქ.ოცნების პარლამენტარები რომ
არიან,
წილოსან-ლაშხები,
კოსტუმებს რომ არიგებენ ტიკ-ტოკ გამომწერებზე,
ამდენი მიუსაფარი ძაღლი რომაა,
ამდენი უბედური ძაღლი რომაა ქუჩაში,
რამეზე ხმა ამოიღეს?
გუშინ სურსათის უვნებლობამ ძაღლი რომ ჩამოაგდო მანქანიდან, ღია ჭრილობით
და საწყალ ძაღლს, ფეხის ამპუტაცია რომ დასჭირდა,
რამე თქვეს?
რამე დაწერეს?
რამე გააკეთეს?
წულუკიანს პატარა შვილი რომ ჰყავს,
სკოლებს ფული რომ მოპარეს და აღარ ააშენეს,
ბაღებს ფული რომ მოპარეს და არაფერი ააშენეს,
სადმე რამე გაჟღერდა მისი სახელით?
ვინმეს შეხვდა?
დახმარება აღუთქვა?!
მეც მშობელი ვარ და მესმისო,
სიტყვით მაინც ვინმე გაამხნევა?
აჰ, თუ ჯერ ნაცების დასჯისა და ‘საქართვეომ დაიწყო ომი’ ამ კომისიის დასკვანას თარგმნის და არ სცალია კიდევ?
თანამდებობებს დაქვემდებარებული საქმეების გარდა, რამე უკეთებია
ამ ხალხს?!
და საერთოდაც,
ქვეყნის პირველი ლედი ვარო,
მ. ყაველაშვილის ცოლი რომ იძახის,
ისევ ჩვენი, ხალხის ფულებით რომ დადის ამერიკაში,
რამე სასარგებლოს აკეთებს?
გავიგეთ, რომ შეგვარცხვინა
და ტექსტიც კი ვერ წაიკითხა,
მაგრამ სადმე რამე საქველმოქმედო გააკეთა?
ვინმე გაჭირვებულთათვის იბრძოლა?
რამე დააორგანიზა?
სადმე მისი ინიციატივით რამე მოხდა?!
და ბოლოს,
ივანიშვილის ცოლს,
სადაქალოს საჯარო სამსახურებში დასაქმების გარდა,
რამე გაუკეთებია?
მართლა მაინტერესებს,
პირველი ლედები რას არ აკეთებენ,
ნემსის ყუნწში ძვრებიან,
რომ საკუთარ ხალხს დაეხმარონ,
ღარიბებს დაეხმარონ,
გაჭირვებულებს დაეხმარონ,
ფონდებს ქმნიან,
ანგარიშებს ხსნიან,
უამრავ სიკეთეს აკეთებენ
და ამ დროს
სად არიან ქ.ოცნების ქალები?!
ქ.ოცნების პირველი ლედები სად არიან?!
სად არიან მაღალი თანამდებობის მქონე ქ.ოცნების ქალები?
ხალხის ფულს რომ იღებენ ხელფასის სახით გავიგეთ,
მოვალეობას რომ ასრულებენ,
კაიი და დაუშვათ და მართლა ასრულებენ გავიგეთ,
მაგრამ ამის გარდა,
ბილბორდებზე გამოჭიმვისა და საკუთარ ბიზნესზე ზრუნვის გარდა,
ხალხს რატომ არ ეხმარებიან?!
რატომ ერთი ქალი მაინც არ აღმოჩნდა
ამდენ ხალხში,
რომელიც ხმალამოღებული იბრძოლებდა
ქართველი ხალხისთვის,
ან ონკოპაციენტებისთვის,
ან სოციალურად დაუცველებისთვის,
ან ხანდაზმულებისთვის,
ან შშმ პირებისთვი,
ან ბავშვებისთვის,
ან დედებისთვის,
საკუთარი მოვალეობის გარდა,
რაიმე ინიციატივას რომ გამოიჩენდა და რამეს გააკეთებდა,
რატომ არ გამოჩნდა ასეთი არავინ?!
პასუხი მარტივია,
ქ.ოცნების ქალები,
დიდი ალბათობით,
ისევე როგორც კაცები,
მოსულები არიან საკუთარი კეთილდღეობისთვის
და არ ადარდებთ ქართველი ხალხი,
თორე ისე როგორ იქნებოდა,
ერთი ინიციატივა არ ჰქონოდა
მაგალითად ანოუკის
ამდენი წლის განმავლობაში
და როგორ შეიძლება არ ეფიქრა,
ამდენი წელია, დედაქალაქის პირველი ლედი ვარ, ჩემი პასუხისმგებლობაცაა ამ ხალხზე ზრუნვა და მოდი ბილბორდზე ჩემს თავს კი ნუ გამოვსახავ,
მაგალითად დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ფოტოებს გამოვფენ მთელს ქალაქში და ქვეყანას ფეხზე დავაყენებ,
რომ როგორც დედამ,
მხარი დავუჭირო სხვის შვილებსო..
ჰო შეეძლო ანოუკის, თავისი წითელი პომადის ნაცვლად,
ეს ექნა?
მარტო სამეგობროში ააგროვებდა იმ თანხას,
2-3 ბავშვი რომ გადაერჩინა სიკვდილისგან..
ჰო, აქ ვინც ჩამოვთვალე,
ეს ხალხი ვალდებულია იზრუნოს ქართველ ხალხზე
და ვწუხვარ, რომ ერთი, ერთი ინიციატივა რა არის,
ამდენი წლების განმავლობაში,
ერთი არაფერი გვახსოვს..
მხოლოდ ლუი ვიტონის ჩანთები,
დაბადების დღეების ერთმანეთთან გაჯიბრება,
ვის უფრო მდიდრული ტორტი ექნება,
ვინ უფრო ძვირადღირებული ავტომობილით დადის,
ვის უფრო მდიდრული ნაძვის ხე აქვს
და ამ დროს,
საქართველოში ბავშვები წამლის არქონის გამო კვდებიან,
მამები ტირიან, შვილები უკვდებათ
და ვერაფერს ხდებიან ამ ძაღლუმადურ ქვრყანაში
და საერთოდაც, ძაღლუმადურ ქვეყანაში,
ძაღლებსაც კლავენ
და ბავშვები ნაგვის ურნებში საკვებს ეძებენ..
განა რაა,
მაგრამ მაინც რა ძალიან სამწუხაროა..




