ქეთი მოლაშვილი: “გვატყუებენ”!_ყურებში მიწუის ეს სიტყვა!

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ვისაც გიხარიათ, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინესო, რა გიხარიათ?!
რა ბრალიც ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს, უალტერნატივო პატიმრობას, 7-დან, 12 წლამდე ციხეს გულისხმობს და პროკურატურამ, აღკვეთის სახით გირაო მოითხოვაო და ამაზე უნდა ვიყოთ გახარებულები?!
არცერთი წამით!
რა არის ეს?!
ეს რა უზნეობაა?!
ჩალით გადახურეს ქვეყანა და ახლა ის მცირედი უნდა გამიხარდეს, რომ საქმე აღძრეს, პასპორტი ჩამოართვეს და სულ ესაა?!
შეგახსენებთ,
❌ ️გუშინ, ტვ იმედსა და რუსთავი 2-ს გადაღებაში ხელი შეუშალესო და ყოფილი იმედის წამყვანი და კიდევ სამი ადამიანი დააპატიმრეს, სისხლით აღძრეს საქმე და 2 წლამდე ციხე ემუქრებათ, გირაო არ მოუთხოვია პროკურატურას!
❌️ გელა ხასაიას ბრალი დასდეს იმ ცემის ფაქტზე, სადაც არც კი ყოფილა, ‘ცემა ჩაუდეს' და სისხლით დაიჭირეს, გირაო არ მოუთხოვია პროკურატურას, პირდაპირ ციხე!
❌️ ჯაფარა და დანარჩენი პოლიტიკოსები, ციხეში მხოლოდ იმიტომ ჩასვეს, რომ რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის კომისიაზე არ გამოცხადდნენ!
❌️ 400 ლარიანი ჯებირის დაზიანების ფაქტზე, ბიჭები უკვე 1 წელია ციხეში სხედან, გირაო არ მოუთხოვია პროკურატურას, პირდაპირ ციხე!
❌️ ადამიანებს პირბადის ტარების გამო იჭერენ და პირდაპირ 2 კვირით ციხეში უშვებენ, განმეორებითზე კი სისხლით აღძრავენ საქმეს!
❌️ მზია ამაღლობელი აგერ უკვე 1 წელი ხდება, რაც სილის გაწვნის გამო, ციხეში ზის, არ დამეზარება რომ ისიც მოვაყოლო, სილა იმის გამო, რომ შეაგინეს, შეაფურთხეს და საპირფარეშოში არ გაუშვეს! _ ჩაიფსასო დგებუაძემ! და როცა სილა მიიღო ქალისგან, იდგა და უტიფრად ამტკიცებდა, ლოყა მეტკინა და ციხეში გაუშვითო! გირაო არ მოუთხოვია პროკურატურას, პირდაპირ ციხე!
❌️ მათე დევიძესთან დაკავშირებით, 100 პოლიციელი რომ მისდევდა და ინსტიქტურად ჯოხი მოუქნია პოლიციელს, გირაო არ მოუთხოვია პროკურატურას, პირდაპირ ციხე!
❌️ პრეზიდენტის სასახლეს ღობე, გადაჭრილი რომ დაახვედრეს ხალხს, ვინც ფეხი შედგა ეზოში და სპეცრაზმს დაელაპარაკა, ხალხს ნუ წამლავთ, ცრემსლადენით ნუ გვახრჩობთო, ყველა სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დააკავეს, გირაო არ მოუთხოვია პროკურატურას, პირდაპირ ციხე!
❌️ მიხეილ სააკაშვილმა პიჯაკები იყიდა სახელმწიფო ფულითო და აგერ უკვე რამდენი წელია ციხეში ჰყავთ (მიშისტობა არ დამწამოთ თქვენი ჭირიმე რა, ჩემს პოსტებს გადახედეთ, პირველი მიშამ დამბლოკა საჯარო ქსელში!), გირაო არ მოუთხოვია პროკურატურას, პირდაპირ ციხე!
რომელი ერთი ჩამოვთვალო?!
ℹ️ და თუ პროკურატურა მართალია, თუ წლების განმავლობაში, მილიონებს შოულობდა ქვეყნის ხარჯზე, თუ ოჯახის წევრებს, ტყეებს ურიგებდა (სხვათაშორის, ირაკლი ა ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც 2 კვირის წინ, ბორჯომის ტყეს, სტატუსი შეუცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ შენობები ჩადგან, აქამდე ტყის სტატუსს, ვერავინ ეხებოდა),
თუ 6.5 მლნ დოლარი, უკანონო შემოსავლიდან ჯერ მარტო სახლში ედო,
რამდენია რაც დამალვა მოასწრო?
რას ქვია გირაო მოითხოვონ?!
ეს რა უგუნურობაა, თვალში ნაცრის შეყრაა!
ეს რა უტიფრობაა!
ჰოდა რატომ უხარია ბევრ ადამიანს,
არის, აღსრულდა სამართალი, საქმე აღძრესო,
მე არ მესმის!
ეს არაა სამართალი,
ჩემთვის ესაა სრული განუკითხაობა!
სოციალურად დაუცველი; შშმ პირი; გაჭირვებული; გაგრიდან დევნილი; სტუდენტი რომ ციხეშია პირბადის ტარების გამო და ადამიანმა თუ მართლა ამხელა ზიანი მიაყენა ქვეყანას, გირაოთი თბილ სახლში ტოვებ,
ეს რა არის?!
ეს რა განუკითხაობაა?!
საქართველოს კონსტიტუცია გვეუბნება,
რომ კანონის წინაშე,
ყველა თანასწორია
და თუ არღვევს,
ყველა თანაბრად უნდა დაისაჯოს,
და ეს რას ნიშნავს?!
ღარიბი ხალხი უნდა დაისაჯოს,
რადგან ღარიბია,
მაგრამ თუ უფრო დიდი ზიანი მიაყენე ქვეყანას, მაგრამ ს ახლობელი ხარ, გირაო?!
პირბადის ტარებისთვის ხალხი ციხეში ზის ხალხო!
რა გირაო და რა ამ მცირედით მაინც გახარება!
ყველა ქოცზე, ბიძინას კომპრომატი აქვს და ყველას გასკოჩავს როცა მოუნდება,
ასე გირაო უნდა შეეფარდოს ყველას,
მერე ყველა უნდა ‘გამოაძვრინონ' და ჩვენ გვიხაროდეს, აი ჩირქი მაინც ჰო მოსცხესო?!
ეს რა უგუნურებაა!
თავს დამცირებულად ვგრძნობ.
გაგრიდან დევნილი,
სოციალურად დაუცველი ხალხი, ციხეში ზის რუსთაველზე 1 საათი დგომის გამო,
ვიღაცებს თურმე გირაო!
რას თამაშობენ?!
ვინ ვგონივართ?!
“გვატყუებენ”!_ყურებში მიწუის ეს სიტყვა!