ქეთევან კიკნაძე სუხიშვილებს: სირცხვილია, როცა თეატრს იყენებ ტრიბუნად პოლიტიკისთვის. მეცოდებით, ეგ თეატრი და ხელოვნება გგონიათ!

მსახიობი ქეთევან კიკნაძე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ხელოვნების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლის, მათ შორის, ნინო და ილიკო სუხიშვილების მიერ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კიკნაძის განცხადებით, სირცხვილია, როდესაც თეატრი პოლიტიკისთვის ტრიბუნად გამოიყენება.

მსახიობი იხსენებს ნინო რამიშვილის მიერ ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვასაც, რომლის მიხედვით, მთავრობები მიდიან, ხელოვანებმა კი თავიანთი საქმე უნდა აკეთონ და სამშობლოს ემსახურონ.

„სირცხვილია, როცა თეატრს იყენებ ტრიბუნად პოლიტიკისთვის. მეცოდებით, ეგ თეატრი და ხელოვნება გგონიათ! ერთხელ რუსთავში შეხვედრა იყო ნინო რამიშვილთან, მე და გიგა [ლორთქიფანიძე] ვახლდით, კარგი საზოგადოება იყო. ნინოს წარმოთქმული ბოლო სიტყვა: „მთავრობები მიდიან და მოდიან, ხალხი კი რჩება, ჩვენ, ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ვემსახუროთ ჩვენ საყვარელ სამშობლოს ხალხის საკეთილდღეოდ.“ ნინო და ილიკო! ეს ბებიათქვენის ოქროს სიტყვები გაითავისეთ. ხართ რამით შეზღუდულები?“- წერს ქეთევან კიკნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვითხოვთ ნატო-ს წევრობას და უარს ვიღებთ, ვითხოვთ მოლაპარაკებების გახსნას და უარს ვიღებთ – ბურთი დასავლელი კოლეგების მხარესაა – იმის თქმა, რომ მოლაპარაკებებისთვის საკმარისს არ ვაკეთებთ, სწორი არაა

კონგრესმენები კობახიძეს – მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი – წინააღმდეგ შემთხვევაში, შევუერთდებით კოლეგებს და წავახალისებთ მოწოდებას სავიზო რეჟიმის გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებზე