ქეთევან თურაზაშვილი – ნებისმიერ პროვოკაციაზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, ხოლო ამ პროვოკაციების შედეგები – მათი პასუხისმგებლობა

ნებისმიერ პროვოკაციაზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, ხოლო ამ პროვოკაციების შედეგები – მათი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას გამოეხმაურა.
თურაზაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, აქციაზე მხუთავი აირისა და რეზინის ტყვიების გამოყენება მოქალაქეებს გადააბრალოს.
„მინდა გამოვეხმაურო -ს განცხადებას, რომ თითქოს აქციის მონაწილეები ვწამლავთ ერთმანეთს. აქციის მონაწილეთა შორის ნამდვილად იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პროვოკაცია გამოეწვიათ და ვინ იყვნენ ეს ადამიანები, საინტერესოა. მინდა შევახსენო ბატონ გომელაურსა და მის მოადგილეებს, რომ ნებისმიერი პროვოკაციის აღკვეთა არის მათი პირდაპირი მოვალეობა და ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებლები არიან ისინი და საქართველოს ხელისუფლება“, – აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი, რომლის კომენტარსაც „მოქალაქეები“ ავრცელებს.