ქეთევან თურაზაშვილი მარტოხელა მშობლებს შეხვდა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი მარტოხელა მშობლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში მარტოხელა მშობლების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ისაუბრეს მარტოხელა მშობლის სტატუსზე და სახელმწიფოს მხრიდან მათთვის შეთავაზებულ შეღავათებზე.
„სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი მიდგომა მარტოხელა მშობლების მიმართ. კანონის მიღმა ძალიან ბევრი ადამიანია დარჩენილი. მათ უამრავი პრობლემა აწუხებთ, რომელსაც კანონი არ ცნობს. ეს ადამიანები სახელმწიფოსგან დახმარებას საჭიროებენ. მარტოხელა მშობლის უკან მინიმუმ ერთი ბავშვი დგას, რომელიც საჭიროებს სრულფასოვან კვებას, წიგნებს, თბილ და მოსიყვარულე გარემოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ინიციატივებს შევთავაზებ“, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე დღეს „ქართული ოცნება“ აყენებს, რუსული კანონის მიზანიც ესაა – წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს

ირაკლი ქადაგიშვილი სენატორების წერილზე – არ არის სწორი, როდესაც შენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას კანონთან დაკავშირებით, რომლის ანალოგიურიც შენთან დღესაც მოქმედებს, ასეთი მუქარის ტონით ესაუბრები